saWmeli sokoebi - zamTris soko

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Basidiomycota
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Физалакриевые
Род: Фламмулина
Вид: Фламмулина бархатистоножковая
Международное научное название: Flammulina velutipes

 

ზამთრის სოკო - (ინგ. Enokitake) (რუს. Опёнок зимний)

სინონიმი: უცნობია.

საჭმელი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა (ფლამულინების გვარს აგრეთვე აკუთვნებენ უხრწნელების ოჯახს).

დასავლეთში კულტივირებული სოკოები ცნობილია „ენოკიტაკე“-ს სახელწოდებით (enokitake, იაპ. えのき茸). რუსეთის სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული კულტივირებული სოკოები ხანდახან იყიდება „ინოკი“-ს სახელწოდებით (დაახ.700 რუბლი ქკგ.).

აღწერა

ნაყოფის სხეული ქუდფეხიანი, ცენტრალური ან ოდნავ ექსცენტრული. ქუდი 2-10სმ, ბრტყელი (ახალგაზრდა სოკოებს გამობერილი), ფერი ყვითელი, თაფლისფერ-ყავისფერი, ნარინჯისფერ-ყავისფერი. ქუდის კიდეები უფრო ღია ფერის, ვიდრე ცენტრი. რბილობი თხელი, თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, სასიამოვნო გემოთი. ფეხი 2-7სმ × 0,3-1სმ, მილაკოვანი, მკვრივი, დამახასიათებელი ხავერდოვანი-ყავისფერი ფერი, ზემოდან მოყვითალო-ყავისფერი. ფირფიტები შეზრდილი, იშვიათი, აქვს შემოკლებული ფირფიტები. ფერი თეთრიდან ოხრისფერამდე. საფარის (გარსის) ნარჩენი არ აქვს. სპორების ფხვნილი თეთრი. სპორები 8,5 × 4მკმ, ელიფსისებურიდან ცილიდნრულამდე ფორმის.

ეკოლოგია და გავრცელება

პარაზიტი ან საპროტოფი, იზრდება დასუსტებულ ან დაზიანებულ ფოთლოვან ხეებზე ან მკვდარ მერქანზე, ხშირად ტირიფის და ვერხვის ხეებზე, მდინასრის ნაპირებზე, ტყის განაპირას, ბაღებში და სკვერებში. იზრდება მკვირვ, ხშირად ერთმანეთთან შეზრდილ, ჯგუფებად. გავრცელებულია ჩრდილოეთის ზომიერ ზონებში.

სეზონი: გაზაფხული-ზაფხული. ნაყოფს ისხამს ზამტარშიც, ხშირად თოვლის ქვეშაც შეიძ₾ება მისი პოვნა.

მსგავსი სახეობები

კოლიბია თითისტარისფეხა საეჭვო საკვები ღირებულების, გამოირჩევა წითელი-ყავისფერი ქუდით, ფეხი წითური-წითელი, ხშირად გადაგრეხილი, ძირში ძალიან ვიწროვდება, ძირითადად გვხვდება ბებერი მუხის ფესვებზე.

საკვები ღირებულებები

საჭმელი სოკო (მე-4 კატეგორიის). გამოიყენება ახალ დაკრეფილი (იდუღოს დაახლოებით 20 წუთი), მარინადი და დაწნილებული. ახალგაზრდა სოკოებს აჭრიან ფეხის მუქ ნაწილს, ბებრებისას მხოლოდ ქუდებს კრეფენ. მოხარშული სრიალებს, რაც ყველას არ მოსწონს. გაყინვას კარგად იტანს, არ კარგავს გემოს ღირებულებებს, ამიტომ შესაძლებელია გაყინულის და გამდნარის მოკრეფა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონურ სამზარეულოში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზამთრის სოკო გამოიმუშავებს ნივთიერებას ფლამულინს, რომელიც სარკომის საწინააღმდეგოა.

ტოქსიკურობა

არის მოსაზრება, რომ სოკოს რბილობი შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით არამყარ ტოქსინებს, ამიტომ რეკომენდებულია სოკოს წინასწარ კარგად მოხარშვა მომზადებამდე.

გამოყვანა (გაშენება) კულტურაში

მოყავთ იაპონიაში, კორეაში და სხვა დიდი მრეწველობის ქვეყნებში. სუბსტარტის სახით იყენებენ სპეციალურად დანოტივებულ მეერქანს (სინოტივე 50-70%) ან ხორბლის ჩალის ბზეს. მოსავალს თითქმის მტელი წლის განმავლობასი იღებენ. მსოფლიო წარმოება 100 ათასი ტონა წელიწადში.

სამეცნიერო სინონიმები:

• Agaricus velutipes CURTIS 1782 basionym
• Gymnopus velutipes (CURTIS) GRAY 1821
• Collybia velutipes (CURTIS) P. KUMM. 1871
• Pleurotus velutipes (CURTIS) QUÉL. 1888
• Collybidium velutipes (CURTIS) EARLE 1909
• Myxocollybia velutipes (CURTIS) SINGER 1939

რუსული სინონიმები:

• ფლამულინა ხავრდისფეხიანი
• კოლიბია ხავერდისფეხიანი
• ზამთრის სოკო